59 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შერონ სთოუნმა, რომელმაც პოპულარობა ეროტიკული თრილერით "ძირითადი ინსტიქტი" მოიპოვა, თაყვანისმცემლებს ფილმის გადაღებებიდან უნიკალური კადრები აჩვენა.
შერონმა საკუთარ ინსტაგრამზე საკულტო ფილმის კინოსინჯებიდან ვიდეორგოლი გამოაქვეყნა - მსახიობის გმირი კადრში მაიკლ დუგლასის გმირის მოხიბვლას ცდილობს - მის ნაცვლად კი თავად რეჟისორი, ვერჰოვენი ესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის "ძირითადი ინსტიქტი" გადაღებებისას მსახიობი 33 წლის გახლდათ. იხილეთ ვიდეო