ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა
ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა
ზოგჯერ ცხოვრება ოცნებაში გადის იქამდე, რომ ადამიანს ხელიც კი ჩაქნეული აქვს, სანატრელი სურვილის ახდენის იმედს კარგავს, მაგრამ მოულოდნელად ხდება ის, რისიც თავადაც არ სჯერა... დიახ, ნატვრა სრულდება და ამის დასტური იმ რამდენიმე ქალბატონის მაგალითია, რომელთა ცხოვრებაშიც მიმდინარე წელს მათთვის დაუჯერებელი რამ მოხდა...
ისინი ცოტა ხნის წინ თავიანთი ნიჭიერებით ფართო საზოგადოებამ ტელეეკრანის (მასშტაბური პროექტები) საშუალებით გაიცნო და ძალიან მალე შეიყვარა...

ნანუკა გულუა
პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის - დოჩი ალიშბაიას როლის შემსრულებელი - ნანუკა გულუა ახდენილი ოცნებით ისეთი გახარებული და იქვე, დაბნეულია, რომ ხანდახან არც კი სჯერა იმის, რაც მის ცხოვრებაში მოხდა: "აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!".

ზუგდიდელი ნანუკა უკვე 16 წელია, თბილისში ცხოვრობს. სამსახიობო განათლება არასდროს მიუღია, თუმცა შინაგანად მსახიობია. ამასთან, მუდმივად ვიღაცის პაროდიას აკეთებდა. სამუშაო გამოცდილება სუპერმარკეტების ქსელში კადრების განყოფილებაში აქვს მიღებული, შემდეგ საკუთარი სამკერვალო ატელიეც გახსნა, კლიენტებს დიზაინის შერჩევაში ეხმარებოდა, საიდანაც პირდაპირ "დაქალებში" აღმოჩნდა. მისი მონაცემები საბოლოოდ შეუმჩნეველი არ დარჩა, რამაც მისი ცხოვრება პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა.

ამბობს, რომ ბავშვობიდან რაც უნდა ეკეთებინა, მსახიობობაზე სულ ფიქრობდა, თან, ამ პროფესიას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ საბოლოოდ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მამამ არ მოუწონა. რჩევა გაითვალისწინა...

"როცა გავიგე, როლზე ვიყავი დამტკიცებული და მსახიობებთან ერთად უნდა მეთამაშა, გადაღების წინ, ორი ღამე არ მძინებია. ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შევსულიყავი კონტაქტში მათთან, ერთად უნდა წაგვეკითხა სცენარი თუ ცალ-ცალკე, - არაფერი ვიცოდი... პირველი სცენა ბატონ ზურაბთან
(კვაზი) მქონდა. ისე თბილად შემხვდა, რომ პირველივე სცენა გამიადვილდა და დაძაბულობა მომეხსნა", - აღნიშნავს ნანუკა.

მისმა შთამბეჭდავად შექმნილმა დოჩის სახემ მაყურებელი გააოცა. დღეს ნანუკას დოჩის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.

ქეთი ხუციშვილი
ქეთი ხუციშვილიც არა არის მსახიობი და არც კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა მანამდე, სანამ "ჩემი ცოლის დაქალები" არ გადაიღეს. პროფესიით იურისტია, მაგრამ არც ამ მიმართულებით უმუშავია. როცა სერიალში მისმა პერსონაჟმა, კასპელმა მთვარისამ (თბილისში ლუნა დაირქვა), პირველად ქართლურად დაილაპარაკა, გადამღები ჯგუფი სიცილისგან გაიგუდა და მერე კი მისი ეკრანზე ხილვის შემდეგ იგივე მაყურებელს დაემართა. როგორც ქეთი ამბობს, "ფესვებმა თავისი ქნა, წარმოშობით კასპიდან ვარ"... ქეთიც, ისევე, როგორც ნანუკა, პაროდიისა და არტისტული უნარებით ბავშვობიდან არის დაჯილდოებული, თავისი კუთხის ხალხის იმიტაცია კი განსაკუთრებით გამოსდის. ამასთან, ბავშვობიდან მღერის, რაც სერიალშიც გამოავლინა.

მოკლედ, ამ როლით მას ნაოცნებარი აუხდა, - საკუთარი მონაცემების დემონსტრირება საჯაროდ მოახდინა. პოპულარობით გახარებული, თუმცა სერიოზულად დაბნეულია... გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ იღვიძებენ სუპერმოდელები? (ფოტო)
11:53 / 16-08-2017
დილა - სუპერმოდელების საყვარელი დროა. შეუძლიათ ჭამონ, რაც უნდათ, ირბინონ სუფთა ჰაერზე ან ივარჯიშონ სპორტდარბაზში.
მომაჯადოებელმა შერონ სთოუნმა ფილმისთვის „ძირითადი ინსტიქტი“ მისი სინჯები პირველად გაასაჯაროვა (ვიდეო)
12:32 / 12-08-2017
59 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შერონ სთოუნმა, რომელმაც პოპულარობა ეროტიკული თრილერით "ძირითადი ინსტიქტი" მოიპოვა, თაყვანისმცემლებს ფილმის გადაღებებიდან უნიკალური კადრები აჩვენა.
შორენა ბეგაშვილის ახალი იმიჯი და "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
15:38 / 09-08-2017
მსახიობი შორენა ბეგაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს.
ექსკლუზიური ფოტოები: კრიშტიანუ რონალდუ ბიკინიში გამოწყობილ ფეხმძიმე გერლფრენდთან ერთად ვნებიანად ერთობა
14:49 / 07-08-2017
ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და მისი გერლფრენდი ჯორჯინა როდრიგესი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. 23 წლის გოგონა 5 თვის ფეხმძიმეა.
ბიონსე და ჯეი ზი რომანტიკულ ვახშამზე - პირველი პაემანი ტყუპის გაჩენის შემდეგ
12:05 / 07-08-2017
ტყუპის შეძენის შემდეგ ბიონსე და ჯეი ზი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან.
ჯანლუკა ვაკი და ვიცე-მის სამყარო 2015: ახალი რომანი თუ?
11:46 / 04-08-2017
მანამდე უცხოური მედია აქტიურად აქვეყნებდა ამბავს, რომ მოცეკვავე მილიონერმა ჯანლუკა ვაკიმ არიადნა გუტერესთან გააბა რომანი.
ალისია ვიკანდერმა ანჯელინა ჯოლისთან მეტოქეობაზე ისაუბრა
12:03 / 03-08-2017
2018 წელს ეკრანებზე ახალი „ლარა კროფტი“ გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ამჯერად არა ანჯელინა ჯოლი, არამედ შვედი მსახიობი ალისია ვიკანდერი შეასრულებს.
"აქედან ცოცხალი ვერავინ დააღწევს თავს" - რიჩარდ გირის ცნობილი ინტერნეტ-პოსტი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ!
14:21 / 21-07-2017
რიჩარდ გირს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ ახლახანს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს ემოციების ტალღა მოჰყვა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი