გთავაზობთ მსახიობის კარიერის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებს:
1. „ზომბილენდი“, 2009 წ.
პირველად სთოუნი ამ უჩვეულოდ სასაცილო კომედიაში გამოჩნდა, სადაც ჯესი აიზენბერგთან, ვუდი ჰარელსონთან და ბილ მიურთან ერთად ითამაშა.
2. „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“, 2010 წ.
ემამ ამ თინეიჯერულ კომედიაში მთავარი როლი შესანიშნავად შეასრულა. ფილმი ნამდვილი ფილმი გახდა. ამ როლმა „ოქროს გლობუსზე“ „საუკეთესო კომედიური მსახიობის“ ნომინაცია მოუტანა.
3. „ეს სულელური, უაზრო სიყვარული“, 2011 წ.
რაიან გოსლინგისა და ემა სთოუნის რომანტიკული ტანდემი იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მათი ეკრანული რომანები ტრადიციად იქცა და მათმა მეორე გაერთიანებამ წლევანდელ ზამთარს ნამდვილი ფურორი მოახდინა.
4. „მოსამსახურე ქალი“, 2011 წ.
სთოუნისთვის პირველი დრამატული როლი რომან „მოსამსახურე ქალის“ ძალიან წარმატებულ ეკრანიზაციაში თამაში გახდა, სადაც ემას გმირი სამხრეთამერიკელი თეთრკანიანი გოგონაა, რომელიც შავკანიან მოსამსახურეებზე წიგნის დაწერას გადაწყვეტს.
5. „ბერდმენი“, 2014 წ.
ამჯერად ემა სთოუნს ალეჰანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმ „ბერდმენში“ მოუწია თამაში. ფილმმა უამრავი ჯილდო მიიღო, ემა სთოუნს კი ამ როლისთვის განსაკუთრებულად მოიხსენიებდნენ. გაგრძელება
იხილეთ: ”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები