რამდენიმე დღეა ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk საქართველოში იმყოფება. ის თბილისში 12-კაციან ჯგუფთან ერთად, 28 ოქტომბერს ჩამოვიდა.
ლეგენდარულმა მუსიკოსმა გუშინ თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველი კონცერტი გამართა. ემოციებით და მუსიკით სავსე საღამო 2 საათს გაგრძელდა და ისლანდიელი შემსრულებელი ყოველი კომპოზიციის შემდეგ მსმენელებს მადლობას ქართულ ენაზე უხდიდა.
როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული მუსიკოსი ქართულმა სამზარეულომაც მოხიბლა. გაგრძელება