ვარსკვლავური ოჯახის ლოს-ანჯელესში მდებარე ელიტური სახლი უკრაინელმა მილიონერმა ქალმა იყიდა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ამერიკული ჟურნალ-გაზეთები აჭრელებულია ინფორმაციით, რომ კიმ კარდაშიანმა და მისმა მეუღლემ, კანიე უესტმა ჰოლივუდში მდებარე სახლი გაყიდეს.
სახლი 17,8 მლნ $-ად უკრაინელმა "ბიზნეს-ვუმენმა და ფილანტროპმა" - მარინა აკტონმა შეიძინა.
სახლი ბელ-ეირის რაიონში მდებარეობს, რომელიც კიმმა და კანიემ 2013 წლის დასაწყისში შეიძინეს. კიმმა სახლის ინტერიერი ბევრად თანამედროვე და მინიმალისტური გახადა.
8 სააბაზანო ოთახი, საერთო დარბაზი კი - 836 კვ/მ-ია.
სახლს ბევრი მაღალტექნოლოგიური "ფიშკა" აქვს. ფანჯრები ავტომატიზირებულად იღება და იხურება. გარეთ კი უზარმაზარი გლამურული აუზია. იხილეთ ფოტოგალერეა