ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
მთავარი პრობლემა, რაც ამ პროცესის დამთავრებას უშლის ხელს - ბავშვების მეურვეობის საკითხია.ჯოლის არ სურს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს.
«ბრედმა თავისი ადვოკატის საშუალებით, ჯოლის ნებისმიერი თანხის დასახელება შესთავაზა, რასაც ის ბავშვებზე მეურვეობის თანაბარი უფლებებისთვის გაიღებს. ბრედი მზადაა თავისი ქონების ნახევარი ანჯელინას გადასცეს. საუბარია 250 მილიონის ნახევარზე. ჯოლიმ ეს წინადადება უარყო. ის კვლავ იბრძვის, რომ პიტს მეურვეობის უფლება ჩამოართვას." — ამბობს ინსაიდერი.