დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი, აქამდე საეჭვო წყვილი, Us Weekly-ზე დაყრდნობით, ახლა უკვე სრულფასოვანი წყვილია.
"დაკოტა და კრისი უდავოდ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და თავს კომფორტულად გრძნობენ. კრისი დაკოტას თავის ახალ სიმღერებს უგზავნის და აზრს ეკითხება. ეს, ბუნებრივია, ბევრს ნიშნავს" – წერს Us Weekly.
მათ ერთ-ერთი პაემანი გასულ თვეს, ლოს ანჯელესში, "სუში პარკში" ჰქონდათ. კრისი მასთან საუბრისას ბედნიერად იღიმოდა და ხუმრობდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, კრისი მას თავის ალბომზე ელაპარაკებოდა და ჩანდა, რომ დაკოტა საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული და დეტალებიც იცოდა. სადილის დროს ორივე ძალიან ბედნიერი ჩანდა. ბოლოს კრისმა გადაიხადა და გასვლისას, დაკოტას კარები დაუკავა და თავაზიანად გაატარა.
ნინია მედულაშვილი