პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას დამატებით 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოუტანოს.
ექსპერტების აზრით, დაახლოებით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი ტურიზმის სფეროდან, 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი კი წვეულებებიდან მიღებული შემოსავალი იქნება. ამასთან, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი მაისურებზე, ქუდებსა და სხვა სამახსოვრო ნივთების შეძენაზე დაიხარჯება, 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს კი მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის რეკლამა მოიტანს.
დედოფალ ელიზაბეთ II-ის შვილიშვილის, ტახტის მემკვიდრის მეხუთე პრეტენდენტის, პრინც ჰარის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება. იხილეთ ვიდეო