როგორ გაატარეს შობა-ახალი წელი ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა
როგორ გაატარეს შობა-ახალი წელი ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა
არსებობს რწმენა-წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ვისთან ერთად და როგორ გარემოშიც გავატარებთ შობა-ახალ წელს, ისეთი გარემოებები „დაგვებედება" მთელი წელი. ბარაქიანი, იღბლიანი და წარმატებული წლის დასაბედებლად მეკვლესაც დიდი ყურადღებით ვარჩევთ. დამოკიდებულია თუ არა წლის მოვლენები ბედობაზე, ახალი წლის მეკვლესა და სხვა საშობაო თუ საახალწლო გარემოებებზე, სხვა საკითხია, თუმცა ამ ლამაზი დღეების სასიამოვნო გარემოში გატარება მაინც მნიშვნელოვანია. მიმოვიხილოთ, როგორ გაატარეს შობა-ახალი წელი ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ დიზაინერ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად შობა ბაკურიანში გაატარა. თოვლიან კურორტზე გადაღებული ფოტოები ანუკი
არეშიძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში ანუკიმ ხაზი მომატებულ კილოგრამებსაც გაუსვა. ანუკი და კახი ბორჯომის ცენტრალურ პარკსაც ეწვივნენ.


ოჯახურ გარემოში აღნიშნა ახალი წელი ასევე ტელე-წამყვანმა - გვანცა დარასელიამ. მან ინსტაგრამზე საახალწლო დეკორაციისა და ნაძვის ხის ფონზე მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან და შვილებთან ერთად გადაღებული სურათები ატვირთა. „რა ლამაზები ხართ?“, „ბედნიერები იყავით!“, „ძალიან ლამაზი და თბილი ოჯახი!“, - წერენ კომენტარებში.


თინა მახარაძე საახალწლოდ ამერიკიდან სამშობლოში ჩამოვიდა. მსახიობმა სოც. ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

„წესისა და რიგისამებრ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოსვლისთანავე უამრავი უცნაურობის მომსწრე და მომსმენი გავხდი, მაგრამ ერთი მინდა, რომ გამოვყო ახლა: "შენც იმ გოიმურ ზახოდს აწვები, ახალ წლებზე რო სახში ბრუნდებიან?!" - მითხრა, არ მახსოვს, ვინ და დამტოვა ღამენათევი და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით ბასიანის ტუალეტთან. ვგიჟდები თბილისზე <3".


სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, „ფეისბუქის“ მეგობრები წერენ კომენტარებში: „ძაან გამიხარდა, მემე, შენი ნახვა❤️“, „თუ მიდიხარ წადი რა, რაღას ბრუნდები რააა“, „ახალწლებზე საქართველოში ჩამოსვლა ხო აღდგომას სოფელში ჩასვლის ტოლფასია რაღაც პონჩი:“.

თაკო გაჩეჩილაძემ, ნინი ბადურაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ შობა ერთად გაატარეს ბორჯომში. გოგონებმა სასტუმროში, თეთრი პირსახოცის ხალათებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს „ფეისბუქზე". - „სამი ლამაზმანი!“, „თქვენი ხილვა ძალიან გამიხარდა", „თქვენ სამნი!! „ - წერენ კომენტარებში.


გურამ შეროზიამ წლევანდელი შობა-ახალი, ყველასაგან განსხვავებულად, ინდოეთში, პლაჟზე საცურაო კოსტიუმით გაატარა. გურამი სოც. ქსელში აქტიურად აქვეყნებს გოაზე გადაღებულ ფოტოებს ვრცელი აღწერებითა და კომენტარებით. გურამ შეროზიას ვოიაჟი საქმიანიც აღმოჩნდა, მან „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ინდოეთში, კონფერენციაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ის ლექციას კითხულობს. შეროზია ინდურ თავგადასავლებზე სტატუსებით გვიამბობს:


„ვაიმე, ისეთ ქალაქში ჩამოვედი, მთელი ავტობუსის ვნებანი ღირდა თურმე!!!
ნახევარი გზა ცენტრამდე, ავტობუსელმა გოგონამ გამომაცილა, მეორე ნაწილში - გზააბნეულ ფრანგ, გერმანელ, ნეპალელ და ინდოელ ტურისტებს შევხვდი, 6 მეგობარი ასევე ჰოსტელს ეძებდა. საღამოს მათთან ერთად "ფართი" შემომთავაზეს. ქალაქს ეძინა, ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მიმღებში, რეცეფციონისტის გაღვიძებას მოვერიდე და ჩუმად, ჩემთვის დავჯექი და ტელეფონიც დავტენე.
მერე ეს ადგილები დავლაშქრე, თავზე დამათენდა, მერე ერთ ჰოსტელში, დიასახლისი რძიანი ყავით გამიმასპინძლდა, უფასოდ. კი თურქული ყავის ჭიქაში იყო, მაგრამ ნაჩუქარ ყავას გემო არ გაესინჯებაო და მივეძალე გემრიელად. მგონი, რომ ნახევარი დღე გავლიე სასიამოვნოდ და ჰოი საოცრებავ - ჯერ მხოლოდ 9 საათი ყოფილა! :))))
საახალწლოდ ყველაფერი გადაჯავშნილია, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქუჩაში დავრჩე ძაან საყვარლად. წინასწარ რატომ არ დაჯავშნეო არ მკითხოთ, აბაზანაში თუ არ შეიხედე და თეთრეულს არ დააკვირდი - შეიძლება უცებ ძუნძგლში აღმოჩნდე. ჰოდა, ვერ გავრისკავდი.
ძებნისას, ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე პუჟამ - მომიბოდიშა - აღარ გვაქვს ადგილებიო და კომპელსაციის ნიშნად უფასო საუზმით გამიმასპინძლდა, რუფ ტოპზე :) მოკლედ, სიურპრიზები არ ილევა...“
„ბრენდი ვარ, ბრენდი, შეიგნეთ ეს! კი არა და ვინ თქვა - ინდური შოუ ბიზნესს ვერ დაიპყრობო?!
გუჯარათი, ინდოეთი. კიდევ ერთ ქვეყანაში გასახელეთ მეგრელმა! :)
პ.ს. კამერები დამებედა :)“.





მერიემ კაკაურიძე
კომენტარები (2)
ნინო
zalian kargi visac rogor unda ise xvdeba shobasac, axal celsac da sachukarsac.dgeidan kvelas unda gixarodet sxvisi sixaruli es kopila kvelaze rtuli da zneli kartvelebistvis da ara vin ramden atas xinkalsshechams an ramxela korcils gadaixdis...kartvelebo daeshvit micase
ნინო
ამ გოგოების ხალათიანმა სურათებმა დაგვღალა.
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორები იქნებოდნენ „დისნეის“ პრინცები, რეალური ადამიანები რომ ყოფილიყვნენ?
13:49 / 22-01-2018
ვაღიაროთ, რომ ბავშვობაში "დისნეის" გმირებზე ყველა შეყვარებული ვიყავით.
"ჩცდ"-ს მსახიობები, რომლებმაც "რუსთავი 2" "იმედზე" გაცვალეს, თუმცა მათი დაკარგვით სერიალს რეიტინგი არ დაეკარგა
17:19 / 20-01-2018
„ჩემი ცოლის დაქალები“ ის ქართული სატელევიზიო სერიალია, რომელიც წლებია პირველობას არავის უთმობს.
ანჯელინა ჯოლის წონა კრიტიკულ ზღვარზეა
17:10 / 20-01-2018
ანჯელინა ჯოლი საჯაროდ, უმეტესად, გრძელი, დახურული კაბებით ჩნდება, ამიტომ მისმა ჩაცმულობამ რამდენიმე დღის წინ თაყვანისმცემლები გააოცა.
ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა საიდუმლოდ იქორწინეს
16:28 / 16-01-2018
რუსი სუპერმოდელის, ირინა შეიკის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ახალ ფოტოს სოციალურ ქსელსა და მედიაში აჟიოტაჟი მოჰყვა.
The Cranberries-ის სოლისტის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფის ალბომები რეკორდული მაჩვენებლებით გაიყიდა (+ ვიდეო)
11:22 / 16-01-2018
გუშინ მსოფლიო ახალმა ამბავმა შეძრა: პოპულარული ირლანდიური ჯგუფის - The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო'რიორდანი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
რა ღირს სალომე გოგიაშვილის და მისი მეგობრის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი, რომელიც ბომონდურმა ქალბატონებმა მოირგეს
14:08 / 15-01-2018
სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ბრენდი გამოჩნდა. „სალმანი“ ცნობილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მეგობართან ერთად შექმნა.
ტოპ 5 გემოვნებიანი ქართველი ქალი, რომელთა ფოტოებსაც თვალი უნდა ადევნოთ „ინსტაგრამზე“
11:18 / 15-01-2018
ჩვენს დროში ინტერნეტის დამსახურებით, ძვირადღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო, ისინი სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა.
მოისმინეთ არაჩვეულებრივი ლიბერტანგო, ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების შესრულებით
14:13 / 11-01-2018
დები, ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, ფორტეპიანოზე 3 წლიდან უკრავენ. გვანცა ხშირად დაჰყვება მას გასტროლებზე და ზოგჯერ ისინი ერთადაც უკრავენ.
პრინც ჰარის ქორწილი ბრიტანეთის ეკონომიკას 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოუტანს
13:22 / 10-01-2018
პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას დამატებით 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოუტანოს.
პალტო, რომელიც მეგან მარკლს გუშინ ეცვა, მაღაზიებიდან გაქრა
12:40 / 10-01-2018
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალი წლის შემდეგ საჯაროდ პირველად გუშინ გამოჩნდნენ, წყვილი რადიო Reprezent FM-ს სტუმრობდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი