სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ბრენდი გამოჩნდა. „სალმანი“ ცნობილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მეგობართან ერთად შექმნა.
ისინი მომხმარებელს კურდღლის და ბატკნის ნატურალური ბეწვის ფეხსაცმელს სთავაზობენ. ფერადი და უცნაური ფორმის ფეხსაცმელები ისეთმა ცნობილმა სახეებმა მოირგეს, როგორებიც არიან ია ფარულავა, ნინო ქაჯაია, გია ჯაჯანიძე და სხვები.
სალომე გოგიაშვილის მიერ წარმოებული ფეხსაცმლის მიმართ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა. „სალმანის“ ოფიციალურ გვერდზე ფეხსაცმლის ფასს უამრავი ადამიანი კითხულობს, თუმცა ღია პასუხი არავის მიუღია. გაგრძელება + ფოტო