„ჩემი ცოლის დაქალები“ ის ქართული სატელევიზიო სერიალია, რომელიც წლებია პირველობას არავის უთმობს.
მასში გამოჩენა ბევრი ადამიანისთვის გამხდარა წარმატების ტრამპლინი. თუმცა, სწორედ „ის ბევრი მათგანი“ დღეს უკვე სერიალის საპატიო ქასთის წევრობის სტატუს აღარ ინარჩუნებენ. მათ მშობლიური „რუსთავი 2“ მეტოქე ტელეკომაპანია „იმედზე“ გაცვალეს.
მაგალითად ეკა ამირეჯიბის წარმატებული სატელევიზიო კარიერა სწორედ რუსთავი 2-ის მუსიკალური შოუდან „ვარსკვლავების აკადემიიდან“ იწყება, შემდეგ იყო „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანობა, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობა მას „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ლიკუნას როლმა მოუტანა. თუმცა, ერთ-ერთი სეზონის დაწყების დროს ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა „რუსთავი 2“ დატოვა და კარიერის გაგრძელება „იმედში“ გადაწყვიტა.
ლელა მებურიშვილი კი სერიალში იმ მოტივით გამოჩნდა, რომ უნდა ჩაენაცვლებინა მთავარი გმირი კატო კირვალიძე, რომელსაც ნინო გაჩეჩილაძე თამაშობდა. მაშინ ამ ცვლილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ხალხი ახალ კატოს ვერ შეეგუა. რამდენად გაართვა ლელა მებურიშვილმა ამ დაკისრებულ მოვალეობას თავი, არ ვიცით, თუმცა, სერიალში ნინი გაჩეჩილაძის დაბრუნებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, ლელამ კი „იმედზე“ გადაინაცვლა. გაგრძელება