ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი კვირას, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე იმყოფებოდნენ.
აშკარად ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთს თავს არიდებდნენ და ერთმანეთთან ახლოს არ მიდიოდნენ. როცა 42 წლის ანჯელინა წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, 48 წლის ჯენიფერმა ადგილი მაშინვე დატოვა.
მას შემდეგ ისინი ერთად არსად დამდგარან. ორივე შავებში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ორივე ლამაზმანი მსახიობის - ბრედ პიტის ცოლი გახლდათ.
ანჯელინა და ბრედი 2016 წლის სექტემბერში სკანდალურად დაშორდნენ ერთმანეთს.
ენისტონი ბრედზე 2000-05 წლებში იყო დაქორწინებული.
გავრცელდა ჭორები, რომ ისინი ერთმანეთს ჯოლის გამო დაშორდნენ, "მისტერ და მისის სმიტების" გადაღების შემდეგ, თუმცა სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ ენისტონსა და ბრედ პიტს მანამდეც ჰქონდათ უთანხმოება და განქორწინება ამ ფილმის გადაღებამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი.
<div class="apester-media" height="362" data-media-id="5a672532367bc20001729f80"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
წყარო: breaktales.com