მაკოლეი კალკინი (37 წლის. ყველასათვის საყვარელი საშობაო ფილმის, „მარტო სახლშის" გმირი კევინი) ყოველთვის გულახდილად პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, მაგრამ როდესაც საქმე პერის ჯექსონს (19 წლის) ეხება, ყველაფერი იცვლება.
პერის ჯექსონი და მაკოლეი კალკინი
WTF-თან ინტერვიუს დროს, მარკ მარონთან - კალკინმა თავის ბავშვობაზე გულახდილად ისაუბრა. მან მშვიდად გაიხსენა, რომ ბავშვობაში მას საკუთარი მამა სცემდა (რომელიც ამას უარყოფს), მაგრამ მაიკლ ჯექსონთან და მის შვილთან ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთებისგან კატეგორიული უარი განაცხადა.
„მე ახლოს ვარ პერისთან. გაფრთხილებთ, მე მას ვიცავ. სხვა დანარჩენ საკითხებში გადაშლილი წიგნი ვარ, მაგრამ როდესაც საქმე მას ეხება... მე ის ძალიან მიყვარს“, - თქვა მაკოლეიმ.
მარონი ცოტა დაიბნა და აღნიშნა, რომ პროვოკაციული კითხვების დასმას არ აპირებდა.
„უბრალოდ, თუ ჩვენ ამაზე ლაპარაკს დავიწყებთ, ჩიხში აღმოვჩნდებით. ის მაღალი, ლამაზი და ჭკვიანია... და ეს შესანიშნავია“, - განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ მაიკლმა და მაკოლეიმ ერთმანეთი ფილმის - „მარტო სახლშის" გამოსვლისთანავე გაიცნეს. მაშინ კალკინი 10 წლის იყო. ის ხშირად სტუმრობდა ჯექსონს და მის საძინებელში ეძინა. 11 წლის ასაკში, მაკოლეიმ მის ვიდეოკლიპში - Black or White-ში ითამაშა. 2005 წელს, როდესაც ჯექსონს პედოფილობა დააბრალეს, კალკინმა ჩვენება მის სასარგებლოდ მისცა.
პერისი და მაიკლი ერთად ბევრ დროს ატარებენ. მათ ერთნაირი ტატუც კი გაიკეთეს.
მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ახლა ფილმის - "მარტო სახლში" გმირები