"სიმპათიური დამნაშავე" ჯერემი მიქსი და ჰლოა გრინი განუყრელი წყვილია. ისინი ერთად დადიან მაღაზიებში, ისვენებენ პლაჟზე, ამჯერად კი პარიზში, მამაკაცების მოდის კვირეულზე დასასწრებად ჩაფრინდნენ.
გუშინ წყვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე იმყოფებოდა. ჰლოას ბეწვის პალტო ეცვა, "ცხელ", სიმპათიურ დამნაშავეს - პიჯაკი. მათ ჰლოას დედა, ტინა გრინი ახლდათ. ჯერემი მომავალ სიდედრს ესაუბრებოდა და როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ტინას "სასიძო" ძალიან მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ მიქსმა ცოლ-შვილი ჰლოას გამო მიატოვა.
ჯერემი მიქსი ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად