როკის ვარსკვლავი დოლორეს ორიორდანი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ორშაბათ დილით, სამი შვილის დედა და პოპულარული ჯგუფის - cranberries-ის ვოკალისტი ლონდონში, ჰილტონ პარკის სასტუმროში მკვდარი იპოვეს. საზოგადოებას ეს ამბავი მისმა აგენტმა იმავე საღამოს ამცნო.
დოლორესი ახალ სიმღერაზე მუშაობდა. მისი ბოლო პოსტი "ინსტაგრამზე" ბოიფრენდთან ერთად გადაღებული ფოტო იყო, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ რომანტიკულად ატარებდა საღამოს წყვილი, ახალი წლის ღამეს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მომღერლის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გასვენებაზე, ეკლესიაში მისი ნამღერი "ავე მარია" ჟღერდა, რომელიც დოლორესმა ლუჩიანო პავაროტისთან ერთად ჩაწერა.
დაკრძალვაზე ეკლესიაში იმყოფებოდნენ მომღერლის დედა, სამი შვილი: ტეილორი, მოლი და დაკოტა; მისი ყოფილი მეუღლე დონ ბურტონი; მისი და ანჯელინა და ძმები: ტერენსი, ბრენდანი და ჯოსეფი.
წყარო: dailymail.co.uk