ქალისთვის შვილის დაბადება ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარია, მაგრამ მამიკოები ცოლების მიმართ მადლიერებას შვილის დაბადებისთვის მატერიალური საჩუქრებით გამოხატავენ.
კაილი ჯენერი - ავტომობილი
კაილი ჯენერმა პირველ თებერვალს საყვარელი მამაკაცისგან გოგონა სტორმი გააჩინა და საჩუქრად ძვირფასი ბეჭედი და შავი "ფერარი" მიიღო. {{ArticleSplitCont}}
კიმ კარდაშიანი - კოლიე
როცა კიმმა ნორტი გააჩინა, კანიე უისტმა "კარტიეს" რამდენიმე სამაჯური მიართვა. მაგრამ ცოლს სხვა საჩუქარი სურდა, მილიონ დოლარად ღირებული Lorraine Schwartz-ის ალმასის კოლიე და მიიღო კიდეც.{{ArticleSplitCont}}
ბიონსე - ბეჭედი
პირველი შვილის - აივის დაბადების შემდეგ ჯეი ზიმ ცოლს 35-ათასდოლარიანი, ცისფერთვლიანი ბეჭედი მიართვა. {{ArticleSplitCont}}
პინკი - მოტოციკლი
ჯეიმსონის დაბადებიდან ხუთ თვეში ავტომრბოლელმა ქმარმა მოტოციკლი აჩუქა. მისი ფოტო პინკმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა წარწერით: "მადლობა, ჰარტ, საჩუქრისთვის. მე შენ შვილებს გჩუქნი, შენ მე - მოტოციკლებს".{{ArticleSplitCont}}
კეიტ მიდლტონი - საყურე
პრინცესა შარლოტას დაბადების შემდეგ უილიამმა ცოლს მწვანე ტურმალინისთვლიანი საყურეები მიართვა. სამკაული კეიტის საყვარელმა იუველირმა კიკი მაკდონაუმ დაამზადა და 4 ათასი დოლარი დაჯდა. {{ArticleSplitCont}}
ჯენიფერ ლოპესი - საყურე
ტყუპის - მაქსიმილიანისა და ემას დაბადების შემდეგ ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ ჯეი ლოს ბრილიანტისთვლიანი საყურე მიართვა. იგი 2.500.00 დოლარი ღირდა.{{ArticleSplitCont}}
მერაია კერი - გულსაბნევი
მერაიამ ტყუპი მონრო და მოროკანა რომ გააჩინა, ნიკ კენონმა იუველირს ბავშვების სახელების გულსაბნევი დაამზადებინა. ისინი ვარდისფერი საფირონებითა და ალმასებით იქნა გაფორმებული და 12 ათასი დოლარი დაჯდა.
რუსუდან გელაშვილი