მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი, „ოსკარის“ და სამი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, გაეროს თავისუფალი ნების ელჩი და 6 შვილის დედა ანჯელინა ჯოლი - საბედისწერო ქალის სახელს ატარებს.
გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ მისი ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო რომანები, რომლებიც სავსეა ვნებით და მოულოდნელი საბედისწერო მოვლენებით.
დაალაგეთ ანჯელინა ჯოლის რომანები თანმიმდევრობით!
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
წაიკითხეთ სტატია მომდევნო გვერდზე{{ArticleSplitCont}}
ჯონი ლი მილერი
90-იანი წლების დასაწყისში, ფილმ „ჰაკერების“ გადაღების მსვლელობისას, 20 წლის ჯოლის ბრიტანელ მსახიობთან, ჯონი ლი მილერთან სიყვარული ეწვია. 1996 წელს მათ იქორწინეს.
ახალგაზრდები ქორწილზე ტყავის შარვლებით მივიდნენ, ხელი კი საკუთარი სისხლით მოაწერეს. ეს ენჯის სურვილი იყო. ჯონი არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ მისი ცოლი ნარკოტიკების დიდი მოყვარული იქნებოდა. ქორწინებამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა, შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მოგვიანებით, ჯოლი მადლიერებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ჯონი მას დაეხმარა ნარკოტიკზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში.
ბილი ბობ ტორნტონი
2000 წლის მაისში, ჯოლიმ ახალი რომანი წამოიწყო თავის პარტნიორთან ფილმში „მართო ფრენები“. მან გადასაღებ მოედანზე ბილი გაიცნო. ეს ნამდვილი სიყვარული და ვნება იყო, რომელიც ორივეს ძალიან უცნაური საქციელების ჩადენას აიძულებდა. თავიანთ გრძნობას მსახიობები დაუფარავად გამოხატავდნენ. კოლბებით ერთმანეთის სისხლს ატარებდნენ, სხეულზე სვირინგებს იკეთებდნენ და ხალხის თვალწინ ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
ჯოლი ამბობდა, რომ პირველად შეხვდა მამაკაცს, რომელიც მის ტემპერამენტს იდეალურად შეესაბამებოდა. წყვილის ქორწინებამ 3 წელს გასტანა. როდესაც ვნება გაქრა, ისინი განქორწინდნენ.
ითან ჰოუკი
ეს ნამდვილი სასიყვარულო თრილერი იყო. ჯენიფერ ანისტონი არ აღმოჩნდა ერთადერთი ქალი, რომელსაც ოჯახი ჯოლის გამო დაენგრა. უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქორწინებაც ანჯელინას გამო დასრულდა.
უმას და ითანის სანიმუშო ოჯახმა (ისინი 2 შვილს ზრდიდნენ) ვერ გაუძლო სამსახურებრივ რომანს ანჯელინასთან. გადასაღებ მოედანზე საბედისწერო ვნებამ იფეთქა, რომელმაც ითანის ოჯახი დანგრევამდე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, ანჯელინამ ვერ მოასწრო ეზეიმა მეტოქის მოშორება, რადგან მალევე გაიგო, რომ ითანი მასაც ღალატობდა მსახიობ ჯენ პერცოუსთან. ამას არავინ ელოდა. ყველა ძალიან ცდილობდა, ეს ამბავი დაემალა. ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ითანმა უმას ძიძასთან უღალატა.
ბრედ პიტი
ყველაზე ხმამაღალი რომანი ჰოლივუდის ისტორიაში სასიყვარულო სამკუთხედი - ჯენიფერი-ბრედი და ჯოლი გახლდათ. 2004 წელს, ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღების პერიოდში, ბრედი სანიმუშო ქმრად ითვლებოდა. მისი და ჯენიფერ ანისთონის ოჯახი იდეალურად მიიჩნეოდა. ფილმის გადაღების პროცესში დასავლური მედია პიტისა და ჯოლის რომანზე ალაპარაკდა. ამას ისიც დაერთო, რომ ენჯი მამას აღარ ელაპარაკებოდა. ანჯელინა და ბრედი არ აღიარებდნენ რომანს, მაგრამ ჯენიფერმა განქორწინება მოითხოვა.
მოგვიანებით ანჯელინა და ბრედი დაქორწინდნენ. მათ 3 ბავშვი იშვილეს, 3 კი შეეძინათ. რაც შეეხება ანისთონს, მისი კარიერა ძალიან წარმატებულად განვითარდა.