2-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ვარსკვლავებმა ინფორმაცია "ტვიტერის" მეშვეობით დაადასტურეს.
"ჯიჯის და მე საოცრად მნიშვნელოვანი, სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა გვქონდა. მის, როგორც ქალის და მეგობრის მიმართ უდიდესი აღტაცებით და პატივისცემით ვარ გამსჭვალული. გასაოცარი ადამიანია. მადლიერი ვიქნები, თუ გულშემატკივრები ამ რთულ გადაწყვეტილებას და ჩვენს პირად ცხოვრებას პატივისცემით მიუდგებიან." - დაწერა ზეინმა.
ცოტა ხანში კი მისი სენტიმენტები ჯიჯიმ გაიმეორა:
"დაშორების განცხადებები ყოველთვის ანონიმური ჩანს, რადგანაც რთულია, სიტყვებით გამოხატო ის გამოცდილება, რომელიც ორმა ადამიანმა წლების განმავლობაში ერთად განიცადა. არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. ძალიან მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, დროისა და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, რაც მე და ზეინმა გავიზიარეთ." განაგრძეთ კითხვა