გუშინ ირინა შეიკმა ქალიშვილთან, ლეასთან ერთად, ლო-ანჯელესში ისეირნა. 32 წლის დედამ ქალაქში არაფორმალური გამოსვლისთვის casual-სტილი არჩია.
ირინამ ჯინსის კომბინეზონი და "პრადას" თეთრი ფუტურისტული სტილის სპორტული ფეხსაცმელი მოირგო. აქსესუარების სახით კი უპირატესობა "შანელის" ჩანთას და ფართო ზომის სათვალეს მიანიჭა. 11 თვის ქალიშვილთან ერთად ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე სეირნობდა. თმა კი ბუნებრივად ჰქონდა შეკრული.
ტაბლოიდებმა აღნიშნეს, რომ ლამაზმანს წონა მომატებული აქვს, რასაც იმ აზრსაც მიაწერენ, რომ შესაძლოა, წყვილი მეორე შვილის ყოლასაც გეგმავდეს. ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 2015 წლიდან არიან ერთად. დაათვალიერეთ ფოტოები