ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი, გაეროს მშვიდობის ელჩი, "ოსკარის" და 3 "ოქროს გლობუსის" მფლობელი, სუნამო Mon Guerlain-ის სახე, 42 წლის ანჯელინა ჯოლი ახალ ინტერვიუში სხვადასხვა პირად თემაზე კომენტარს აკეთებს.
ახალგაზრდობის ექსპერიმენტები კოსმეტიკასთან მიმართებაში
იყო დრო, როცა სახეს კოსმეტიკის დიდი ფენით ვიფარავდი, მაგრამ მაშინ ახირებული პანკი ვიყავი. ახლა თმის ცისფრად შეღებვაა პოპულარული. ჩემ დროს მარკერებს იყენებდნენ, თმა რომ ფერადი ზოლებით დაეფარათ. მაგრამ არასდროს მივსულვარ მეგობრის სახლში, რათა მაკიაჟი გაეკეთებინა. მე იმ გოგონების რიგებში არ ვარ, რომლებსაც ეუბნებიან: "მოდი, ერთად გავატაროთ საღამო და ერთმანეთს ვარცხნილობა გავუკეთოთ". მსგავსი აქტივობა სასიამოვნოდ მეჩვენება, მაგრამ მე ასეთი არ ვყოფილვარ.
ყოველდღიურ კოსმეტიკაზე
თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ, როცა თვალების გარშემო მუქი წრეებისთვის კონსილერი მაქვს. ის ჩემი მთავარი ხელსაწყოა. ასევე თვალის შავი ფანქარი და ასაპრეხი მაქვს. მოკლედ, ჩემი მაკიაჟის კომპლექტი ძალიან მოსაწყენია. წაიკითხეთ სრულად