წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქორწილი ორ თვეში შედგება. ჰარი და მეგანი ცერემონიალისთვის აქტიურად ემზადებიან.
ერთ-ერთი საქმე საქორწინო კონტრაქტის გაფორმების პუნქტს ითვალისწინებდა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ევროპის სამეფო ოჯახებს შორის უდიდესია და მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელსაც დედოფალი ელისაბედი ადასტურებს, მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
თუმცა, ჰარიმ გადაწყვიტა, მეგან მარკლთან კონტრაქტის დადებაზე უარი განაცხადოს. როგორც ჩანს, პრინცი განშორების არანაირ ვარიანტს არ განიხილავს, მას რჩეულთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე სურს. ჰარის ქონება 54 მილიონ დოლარადაა შეფასებული, მაშინ, როცა მის მარკლს მხოლოდ 7 მილიონი დოლარი აქვს. კონტრაქტის მეშვეობით კი პრინცი საკუთარ მდგომარეობას დაიცავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჰარი რომანტიკოსია და მეგანი თავდავიწყებით უყვარს. გაგრძელება