ხშირად, შვილები დედებს ვიზუალურად ძალიან ჰგვანან და მათ შემოქმედებით საქმიანობასაც აგრძელებენ. ამაში ცუდი არაფერია.
მოდით, გავიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ლამაზმანები საკუთარი შვილების ასაკში.
სინდი კროუფორდი და კაია გერბერი - 16 წლის
სინდისა და კაიას მსგავსება რთულია, ვერ შენიშნოთ. ერთადერთი განსხვავება კროუფორდის ლოყაზე ხალია. გერბერი, დედის მსგავსად, სამოდელო ბიზნესში ჩაერთო და 16 წლის ასაკში არანაკლები მწვერვალები დაიპყრო.
იოლანდა და ჯიჯი ჰადიდები - 23 წლის
ჯიჯის დედას ხშირად ამსგავსებენ, თუმცა მას ბელაც ჰგავს (ორივეს ქერა თმა აქვს). მსგავსია მათი ისტორიებიც: ორივე მოდელია, თანაც, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი.
ვანესა პარადი და ლილი-როუზ დეპი - 18 წლის
თაყვანისმცემლები ხშირად დავობენ, თუ ვის უფრო ჰგავს ლილი-როუზი, ვანესა პარადის თუ ჯონი დეპს. როგორც უნდა იყოს, შეგიძლიათ ამ გოგონების სილამაზითა და ნიჭიერებით დატკბეთ, როგორც კინოში, ისე მრავალმილიონიანი კონტრაქტებით ცნობილ ბრენდებთან.
მადონა და ლურდეს ჩიკონე-ლეონი - 21 წლის
თუ ვარცხნილობას არ ჩავთვლით, ლურდესი და მადონა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათებით.
მელანი გრიფიტი და დაკოტა ჯონსონი - 28 წლის
დაკოტა ბუნებრივად ქერაა, მაგრამ შეღებილი თმის მიუხედავად, ის დედის ასლია.
კიმ ბესინჯერი და აირლენდ ბოლდუინი - 22 წლის
კიდევ ერთ ვარსკვლავურ წყვილს, ალეკ ბოლდუინსა და კიმ ბესინჯერს ძალიან ლამაზი ქალიშვილი შეეძინათ, რომელიც დედას უფრო ჰგავს. გოგონას კიმის მსგავსად უყვარს თამამ ფოტოსესიებში გადაღება.
რიზ უიზერსპუნი და ავა ელისაბედ ფილიპი - 18 წლის
როცა სოცქსელში რიზისა და ავას ერთობლივი ფოტოები პირველად გამოჩნდა, ისინი დები ეგონათ. დედასთან მსგავსების წყალობით, მას მარტივად შეუძლია რიზი ჩაანაცვლოს.
დემი მური და რუმერ უილისი - 29 წლის
დემისა და რუმს პლასტიკური ქირურგიისთვის მიუმართავთ, თუმცა მიუხედავად ამისა, დედა-შვილი ერთმანეთს მაინც ჰგავს.