"31 წლის გავხდი. მადლობა ყველას სიყვარულისა და ყურადღებისთვის"- დაწერა ბიჭოლამ "ინსტაგრამზე".
მალევე ქართული შოუ ბიზნესის სახეების "ინსტაგრამებზეც" გამოჩნდა ახალი ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს არმაზის ხეობაში ერთად როგორ ატარებენ დროს. შეთანხმებისამებრ ყველას თეთრი სამოსი ეცვა.
ყველაზე მეტი პოსტი შორენა ბეგაშვილმა გამოაქვეყნა. მსახიობი დიზაინერთან მრავალი წელია მეგობრობს.
ბიჭოლას დაბადების დღეზე შორენას გარდა კიდევ ბევრ ნაცნობ სახეს შენიშნავდით. მაგ: რატი

შორენა ბეგაშვილს კომენტარებში გამოეხმაურნენ, ხომ არ გათხოვდიო. როგორც ჩანს თეთრმა კაბამ ნაკლებად ინფორმირებული ადამიანები ძალიან დააბნია.
წვეულება სპეციალურად ბიჭოლას დაბადების დღისთვის მოწვეულმა მომღერალმა "Loboda-მ" და "ivan dorn-მა" გააფორმეს. ბოლოს კი ყველაფერი ფეიერვერკების წვიმით დასრულდა.




