რამდენიმე საათის წინ, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა თაყვანისმცემლებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა. მისი ახალი ნამუშევარი: „Mi Amor“- „იუთუბზე“ და „ინსტაგრამზე“ შეგიძლიათ იხილოთ. ამჯერად ბერა ბრაზილიელ მომღერალ ქალბატონთან კლაუდია ლეიტესთან ერთად მღერის, რომელიც საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ქალბატონია.
“ჩემი სიურპრიზი ბრაზილიელ ხალხს. საოცარი გრძნობაა, როცა დიდი ხნის შემდეგ უბრუნდები მუსიკას. მე არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი, ეს სიმღერა ამ გასაოცარ ქალბატონთან ერთად რომ არ ჩამეწერა. ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა. ვიქორწინე ჩემს სიყვარულზე, გავხდი მამა. ახლა უფრო დიდი მოტივაცია მაქვს, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. გაუზიარეთ ჩვენი კლიპი “Mi Amor” თქვენს საყვარელ ადამიანებს” -განაცხადა მომღერალმა.