წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ პანდემიის ფონზე ჩაიარა. აბიტურიენტებს განსხვავებულ პირობებში მოუწიათ გამოცდების ჩაბარება და იყო იმის საშიშროებაც, რომ სტუდენტები ახალ სასწავლო წელს დისტანციური სწავლებით დაიწყებდნენ.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით ბოლო რეგულაციებით, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ოფიციალურად 15 სექტემბერს იწყება...
გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლესში 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.
ცნობილი ქართველები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ, სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ ემოციებს.
პიარ-მენეჯერ ხატია შამუგიასა და მომღერალ გურამ ლომიძის საერთო შვილი ნიკა ლომიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ბედნიერი დედა ემოციებს ვერ მალავდა, სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებდა.
სტუდენტი გახდა წელს ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძისა და პროდიუსერ ჯონი კალანდაძის უფროსი შვილი. ელენე კალანდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიას შეისწავლის.
იხილეთ სრულად