ჰოლივუდში უკვე იციან, რომ მოდელი ჯიჯი ჰადიდი ზეინ მალიკისგან ბავშვს ელოდება. თავიდან წყვილი ორსულობას აქტიურად მალავდა, თუმცა ჯიჯის წონაში მომატება და პატარა მუცელი პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ და ჰადიდმაც სოციალურ ქსელში ორსულობა დაადასტურა. ულამაზესი მოდელი ამ ბოლო დროს "ინსტაგრამზე" თავისი ორსულობის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
ნახეთ, როგორ გამოიყურება ორსული ჯიჯი ჰადიდი
როგორც მოდელი წერს, ის უკვე 27 კვირის არის და თავს მშვენივრად გრძნობს.
ჯიჯიმ აგვისტოში ორსულობის ფოტოსესიის ასევე ულამაზესი ვიდეო გამოაქვეყნა. მოდელი ბედნიერია და დედობის მოლოდინში აქტიურად დადის გადაღებებზე.