ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი გოგონას მშობლები გახდნენ. ამბავი მათ გულშემატკივრებს "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტებით შეატყობინეს.
“ჩვენი პატარა გოგო აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი. სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე, თუ რას ვგრძნობ. სიყვარული, რომელსაც ამ პატარა ადამიანისადმი განვიცდი, გაგებას სცდება. მადლიერი ვარ, რომ მას ვიცნობ; ამაყი ვარ, რომ მას ჩემი ჰქვია და მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ერთად გვაქვს“, - წერს ზეინი "ინსტაგრამზე“.
პატარა გოგონას შესახებ წერს ახალბედა დედიკოც:
"ჩვენი გოგონა "უიქენდზე“ დედამიწას შემოუერთდა და მან უკვე შეცვალა ჩვენი სამყარო. ძალიან მიყვარს“, - აღნიშნავს ჯიჯი.
გაგრძელება