ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბოლო პერიოდში "ინსტაგრამზე" ისე აღარ აქტიურობენ, როგორც ადრე.
ცოლ-ქმარი ამჟამად უფრო აქტიური "ტიკტოკზე" გახლავთ.
მათ წინა დღეებში ახალი ფოტოსესია ჰქონდათ, სადაც ანიმაციური გმირები განსახიერეს.
გამომწერებს მოეწონათ ბერას ახალი ექსპერიმენტებიც, სადაც მომღერალი ნარუტოს ფორმაში მოგვევლინა და სულ ცოტა ხნის წინ ახალი ფორმაც მოირგო"halloween"-ისთვის, რაც ასევე "ტიკტოკზე" გააზიარა.
გამომწერები მათ სიახლეებს მოუთმენლად ელიან და ძალიან აქტიურობენ.