
ირინა შეიკი

ბევრს მიაჩნია, რომ ირინა შეიკს პლასტიკურ ქირურგებთან კონსულტაციები არაერთხელ აქვს ჩატარებული, მაგრამ თუ გადახედავთ მოდელის ადრეულ ფოტოებს, ნახავთ, რომ გოგონას სილამაზე ბუნებიდან მოდის. ვარსკვლავი ცდილობს დაიცვას სწორი კვება და არასოდეს გადის მზისგან დამცავი კრემის გარეშე.
თინა კანდელაკი

თინა კანდელაკის სამუშაო
ჯენიფერ ლოპესი

ამ ვარსკვლავის გარეგნობაზე დავობენ ალბათ უფრო ხშირად, ვიდრე სხვა სელებრითებზე. მუდმივად მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, გაიკეთა თუ არა ჯეილომ რინოპლასტიკა, მაგრამ, როგორც თავად მომღერალი ირწმუნება, მას არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის. ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯენიფერის ცხვირი არ შეცვლილა.
ჯულია რობერტსი

როგორც თავად მსახიობი აღიარებს, მან ერთხელ სცადა ბოტოქსის ინიექციები, მაგრამ პირობა დადო, რომ აღარასდროს გაიმეორებს. ჯულია ამჯობინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, ხოლო პლასტიკურ ოპერაციებზე მსახიობმა ჯერ კიდევ 2010 წელს ისაუბრა ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში: ”მინდა, რომ ჩემმა შვილებმა გაიგონ, როდის ვარ გაგიჟებული, ბედნიერი და დაბნეული".
ჯესიკა ალბა

ამერიკელი მსახიობი ყოველთვის ამბობს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო არის კვება, ფიტნესი და ბუნებრივი კოსმეტიკა. ჯესიკამ დააარსა The Honest Company, რომელიც აწარმოებს ბავშვთა პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს, პირადი ჰიგიენის საშუალებებს და კოსმეტიკურ საშუალებებსაც კი.
ქეით ბლანშეტი

ქეით ბლანშეტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მსახიობიდან, რომელთა გარეგნობა ასაკთან ერთად საერთოდ არ იცვლება. ვარსკვლავს აშკარა ასაკობრივი ნიშნები არ აქვს და პლასტიკური ქირურგიის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან ქეითი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მას. სწორად შერჩეული მოვლა მსახიობს ეხმარება ლამაზად გამოიყურებოდეს: დამატენიანებლები, ნიღბები და პატჩები.
წყარო: cosmopolitan