ქეთა თოფურია - ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და იდუმალებით მოცული გოგონაა შოუბიზნესში. ის არასდროს ცდილობს პირადის საჯაროდ გამომზეურებას, თუმცა მედიამ მისი ცხოვრების 6 მთავარი მამაკაცის დაფიქსირება მაინც მოახერხა.
დმიტრი სიჩევი
- პირველი ცნობილი მამაკაცი, რომელმაც ქეთასთან ურთიერთობა დაიწყო, ფეხბურთელი დმიტრი სიჩევია. წყვილი მალავდა თავის ურთიერთობას, მაგრამ 2007 წელს პრესაში გამოჩნდა მათი საერთო ფოტოები. ეს იყო მკვეთრი, თუმცა ხანმოკლე რომანი. სულ მალე შეყვარებულებმა დაშორება გადაწყვიტეს.
იგორ ვერნიკი
- მოგვიანებით პრესაში ცნობილი გახდა, რომ თოფურიამ რომანტიკული ურთიერთობა მსახიობთან და ტელეწამყვანთან, იგორ ვერნიკთან გააბა. წყვილმა იცოდა, რომ მათ ურთიერთობას სკანდალები და პროვოკაციები მოჰყვებოდა. ამიტომ საგულდაგულოდ მალავდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მომღერალმა აღიარა: "დიახ, ჩვენ ერთად ვართ საკმაოდ ხშირად და კარგ დროს ვატარებთ, თუმცა ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას." - აღიარა ქეთამ.
სერგეი ამორალოვი
- ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ ქეთა მომღერალ სერგეი ამორალოვს ხვდებოდა. ისინი ვიდეოკლიპის გადაღებაზე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, როგორ უეცრადაც დაიწყო სიყვარულის ისტორია, ისევე უეცრად დასრულდა, ქეთამ გაწყვიტა სერგეისთან ურთიერთობა და შოუბიზნესის სამყაროში დაიწყო ფესვების ღრმად გადგმა.
ლევ გეიხმანი
- ლევ გეიხმანი და ქეთა თოფურია ერთმანეთს საერთო მეგობართან სტუმრობისას შეხვდნენ. მათი ურთიერთობა დიდხანს საიდუმლოებით იყო მოცული, თუმცა ქეთამ ლევი საზოგადოებას შეყვარებულის სტატუსით წარუდგინა და სულ მალე მან ხელიც სთხოვა. ლევმა და ქეთამ ქორწილი 2013 წელს გადაიხადეს, ორი წლის თავზე კი გოგონა ოლივია შეეძინათ. 2017-ში მათ განქორწინებაზე გააკეთეს ოფიციალური განცხადება. ერთ-ერთი ვერსიით, განქორწინების მიზეზი ქეთას და რეპერ გუფის ურთიერთობა გახდა.
გუფი
- განქორწინების შემდეგ ქეთა დიდხანს მალავდა პირადს, თუმცა სულ მალე ცნობილი გახდა პრესისთვის გუფის და თოფურიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მათ ერთმანეთი საერთო სიმღერის გადაღებებზე გაიცნეს. შემდეგ მომღერალმა რეპერი იხსნა ნარკოდამოკიდებულებისგან. "თავიდან მას უნდოდა ჩემი დახმარება და გამუდმებით მესაუბრებოდა ამ თემაზე, მაგრამ მე არ მსურდა, თუმცა შემდეგ უკვე მე მივმართე ქეთას დახმარების თხოვნით" - აღიარა გუფმა ინტერვიუში. მათი რომანი მკვეთრი იყო, თუმცა ჰეფი-ენდით ნამდვილად არ დასრულებულა. დაშორების მიზეზი რეპერის ღალატი გახდა.
ლევ დენგოვი
- შემდეგი შეყვარებული ქეთასთვის ბელარუსი ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ დენგოვი გახდა. 2019 წლის ბოლოს თოფურია ახალ ბოიფრენდთან ერთად ატარებდა დროს. წყვილი სამოგზაუროდ იტალიაში წავიდა. პირველი ფოტო ახალგაზრდა მომღერალმა "ინსტაგრამზე" ოქტომბრის დასაწყისში განათავსა, სადაც ცხვირზე კოცნის საყვარელ მამაკაცს. ფოტოს დაურთო წარწერა: "მე შენ მიყვარხარ". თაყვანისმცემლები იმედს იტოვებენ, რომ ამჯერად მაინც იქნება სტაბილური წყვილის ურთიერთობა და იპოვიან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიას.
წყარო: cosmo