მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის უფროსი ქალიშვილი, დევა კასელი შოუ ბიზნესისა და მოდის სამყაროში აქტიურად შემოიჭრა. ულამაზესმა გოგონამ თავისი მომხიბვლელობისა და შარმის წყალობით სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
ის არის პოპულარული ბრენდის, Dolce & Gabbana-ს სახე. 16 წლის ასაკში კი უკვე მოდური გამოცემის Elle-ს ყდა დაამშვენა.
გამოცემის ყდის ფოტოს, რომელზეც დევას სურათია განთავსებული მონიკა ბელუჩი "ინსტაგრამის“ პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს:
"იყო და არა იყო რა... ერთ დროს პატარა გოგონა იყო... როგორ სწრაფად გადის დრო! დაე, ცხოვრებამ დაგიცვას ჩემო სიყვარულო“, - წერს მონიკა.
გააგრძელეთ კითხვა