"ნიუ იორკ თაიმსი" ინგლისის პრინც ჰარის ცოლის, მეგან მარკლის საავტორო სვეტს აქვეყნებს, სათაურით - "თითქმის აუტანელი მწუხარება." სტატიაში მეგანი საუბრობს იმ მძიმე პერიოდის შესახებ, რომელიც მას და ჰარის მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდათ. მეგანი გვიყვება, რომ ამ პერიოდში ის მეორე შვილზე იყო ორსულად და ბავშვი დაკარგა.
“როდესაც ჩემს პირველ შვილს ვეფერებოდი, ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მეგანი. ის აღწერს, თუ როგორ უყურებდა თავის "გულგატეხილ ქმარს“, რომელიც "ნამსხვრევებად ქცეული ცოლის დამშვიდებას ცდილობდა".
"დანაკარგი და ტკივილი 2020 წელს ყველა ჩვენგანთანაა“, - წერს სასექსის ყოფილი ჰერცოგინია და იმ მომენტს იხსენებს, როდესაც იგრძნო, რომ ბავშვს კარგავდა. აღწერს, რომ როდესაც არჩიზე ზრუნავდა, მუცელში უჩვეულო ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაგრძელება