28 წლის ფოტომოდელი მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ, მოსკოვში მოღვაწეობს და "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია.
მირანდამ საკუთარი რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა და ბევრი მილოცვაც მიიღო.
ფოტომოდელი ახალ შეყვარებულთან ერთად ესწრებოდა საუკეთესო მეგობრის, ქეთა თოფურიას ქორწილს, რომელიც მომღერალმა ვიწრო წრეში აღნიშნა.
მირანდა რომანტიკულ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც შეყვარებულების ჩაკიდებული ხელები ჩანს.