მოდელმა თამო ვაშალომიძემ ცნობადობა გამომწვევი ჩაცმის სტილითა და სექსუალური ფოტოების გადაღებით მოიპოვა. თამო სექსუალურად ჩაცმული ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში. თუმცა, რაც მეორე ბავშვზე დაფეხმძიმდა, მოდელი მოკრძალებულად იმოსება და ბავშვის გაჩენის შემდეგაც აგრძელებს ამ სტილს.
როგორც თამომ საკუთარ ვიდეოვლოგში განაცხადა, მეუღლეს არ მოსწონს, როცა მას გამომწვევად აცვია.
თამომ "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ასეთი კომენტარი დაუწერეს: "ეს სტილი უფრო გიხდებათ, ვიდრე სიშიშვლე". თუმცა ფოტომოდელის სხვა გამომწერმა იქვე უპასუხა: "სიშიშვლეც უხდება, ლამაზი ფორმები აქვს".
იხილეთ ფოტო: