ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ახალი გადაცემისთვის განსხვავებული იმიჯი მოირგო. მან "ინსტაგრამზე" უამრავი ფოტო შემოგვთავაზა, როგორც "სთორიში", ასევე პირად გვერდზე.
მაიამ რეტრო სტილის მოყვარული ქალბატონის იმიჯი მოირგო, რასაც გამომწერების მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოხმაურება მოჰყვა.
წამყვანი ისედაც კლასიკური სამოსის მოყვარულია, თუმცა განსხვავებულმა შტრიხებმა მაინც თავისი საქმე გააკეთა.
ტელეწამყვანი მკვეთრ მაკიაჟსაც იშვიათად ატარებდა, რაც ამჯერად პირიქითაა. მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი და ე.წ smokey eyes მუქ კაბას შეუხამა, რამაც მისი ლუქი გაცილებით დრამატული გახადა.
"რა ლამაზი ხარ, მაიკო", "როგორ მოგიხდა ეს იმიჯი", "შოკი ხარ" - ეხმაურებიან მაიას გულშემატკივრები, რომლებიც მის მიმართ თბილ კომპლიმენტებს არ იშურებენ.