რამდენიმე დღის წინ, ინფლუენსერმა დან პირსერმა თი მაჭავარიანმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მოულოდნელი ინფრომაცია აცნობა. თი შეყვარებულს ლაშა ჩხაიძეს დაშორდა. თიმ ვიდეოს მსვლელობისას თავი ვერ შეიკავა და რამდენჯერმე იტირა კიდეც.
როგორც თვითონ აღნიშნა, უკვე ერთ თვეზე მეტია ის და ლაშა ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში არაფერს წერდნენ და როდესაც მათი გამომწერებისგან ეჭვები და კითხვები წამოვიდა, თი იძულებული გახდა ხალხისთვის სიმართლე ეთქვა.
ვიდეოში თი ხალხს და ლაშას ესაუბრა, დაშორების მიზეზზე კი კონკრეტულად არაფერი უთქვამს. თუმცა, როგორც ინფლუენსერი აღნიშნავს, არ შეიძლება წყვილის ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევა და ამ ფრაზით, გასაგებიც არის, რომ მათ გადაწყვეტილებაში მესამე პირმა დიდი გავლენა იქონია. თის თქმით, დაშორების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ლაშამ მიიღო, თუმცა მათ ერთმანეთი კვლავ უყვართ და რჩებიან მეგობრებად.
"ბევრი თქვენგანისგან მოდიოდა შეკითხვა დავშორდით თუ არა მე და ლაშა, არც ვიცი ეს საჭიროა თუ არა, მაგრამ მე მჭირდება ის რომ თქვენ იცოდეთ, რადგან აქამდე მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ამ ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ როდესაც მივხვდი და გავიზარე, რომ ეს ურთიერთობა ვეღარ შენარჩუნდებოდა გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მეთქვა. უკვე თვეზე მეტია ერთად არ ვართ და რთულია მოგაჩვენოთ რომ ერთად ვართ"
"ლაშ, ლაშ, ვიცი, რომ ამ ვიდეოს უყურებ, ძალიან მიყვარხარ და ვიცი რომ შენც ძალიან გიყვარვარ, შენთვის კარგის მეტი არაფერი მინდა და დარწმუნებული ვარ შენც იგივეს ფიქრობ. ძალიან მწყდება გული რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, თის გამომწერებისგან ლაშას კრიტიკა წამოვიდა, რაზეც ინფლუენსერმა საზოგადოებას სთხოვა, რომ მსგავსი კომენტარებისგან თავი შეეკავებინათ.
თი და ლაშა სოციალურ ქსელში ერთად გამოჩნდნენ და მათი გამომწერების უმეტესობამ ეს წყვილი გამორჩეულად შეიყვარა. მათ დაშორებას ლაშა ჯერ არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის, თი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წელია აქტიურად გამოჩნდა, ის ჯერ ამერიკაში ცხოვრობდა. თის წინა ქორწინებიდან 3 შვილი ყავს. ინფლუენსერის შეყვარებული ტატუარტისტი ლაშა ჩხაიძე იყო.