ია ფარულავას ყველა მამაკაცი - მსახიობის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ია ფარულავას ყველა მამაკაცი - მსახიობის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები
ია ფარულავა, ქართველი ცნობადი სახე, მშვენიერი ქალბატონი, რომლის მიმართაც ადამიანები დიდ ინტერესს იჩენენ.
გულშემატკივრებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები ყოველთვის აინტერესებდათ, ისევე როგორც ახლა.
მსახიობის ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ურთიერთობა, რომელსაც ოფიციალური სახე მიეცა.

თუმცა, ბევრისთვის ცნობილი არაა ის, რომ იას პირველი ქმარი ბევრ რამეს უკრძალავდა. ასევე, წინააღმდეგი იყო, რომ მისი მეუღლე ფილმში გადაეღოთ.
იას პირველი რჩეული რამაზ ჩანტლაძე გახლდათ. მათ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს.
უამრავი მიზეზი იყო, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ, მათ შორის- მუდმივი ეჭვიანობა.







რამაზ
ჩანტლაძესთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მსახიობი საზღვარგარეთ წავიდა, კერძოდ კი ამერიკაში.
სწორედ იქ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, კის რაიზერი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია. იამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკაში არ დარჩენილიყო, მათი გზები გაიყო და საქართველოში დაბრუნდა.



შემდეგი მამაკაცი, რომელიც მსახიობის რჩეული იყო, ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ..
ამ ურთიერთობას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და მათი დაშორება სკანდალური იყო. ბევრი ბრძოლის და შეხლა-შემოხლის შემდეგ, მათ ერთმანეთის ხსენებაც აღარ სურდათ.



ია ფარულავას მომდევნო რჩეული კი მუსიკოსი ტარიელ სუარი გახლდათ, რომელთან ურთიერთობის დასრულების შემდეგაც არც ერთი სხვა ურთიერთობა აღარ გაუსაჯაროვებია.
მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება.





ფაქტია, რომ მშვენიერი მსახიობი ცდილობს, მუდმივად ფორმაში იყოს. უკვე რა ხანია, რაც გადაცემა „ფარული კონვერტის“ წამყვანია. ამ გადაცემას უამრავი ქართველი ქალბატონი უყურებს, რომლებიც იას მიმართ დადებით განწყობას ხშირად გამოხატავენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
თეა
არავის საქმე არ არის სხვიცი ცხოვრების კრიტიკა ყველამ საკუთარს მიხედოს ვისაც როგორ ეცხოვრება ისე უნდა იცხოვროს
08:32 / 28-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ოეიო
ქ-ნი ია უმშვენიერესია , მას ნამდვილად ეკუთვნის ერთგული მამაკაცი .
17:15 / 27-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93