დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბა აცვია.
ანუკის გამომწერები აღნიშნავენ, რომ დიზაინერს ძალიან უხდება მოკლე კაბა და ლამაზად გამოიყურება.
"ღმერთო, რა სილამაზეა", "საოცრად გამოიყურები", "უმშვენიერესი და უსაყვარლესი ანუკი", "როგორ გიხდება მოკლე", - წერენ ანუკის გამომწერები.
ასევე აღნიშნავენ კაბის სილამაზესაც.
"ახლა ამ კაბით უნდა გამაგიჟოს", - წერს მომხმარებელი. რაზეც ანუკი პასუხობს, რომ ეს კაბა უკვე გაყიდვაშია.