А-Студио-ს ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ წყნეთში საზაფხულო აგარაკი აიშენა. ახალ სახლში გადაღებული ფოტო ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გაავრცელა, თუმცა კომენტარში არ აღუნიშნავს, რომ ფოტო ახალ სახლშია გადაღებული.
გაირკვა, რომ ფოტო სწორედ მის ახალ სახლშია გადაღებული. ასევე შევძელით მომღერლის აგარაკის რამდენიმე ფოტოს მოპოვება.
ქეთა თოფურიას წყნეთში დასვენება ძალიან უყვარს. მისი დედა ნატა და ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ყოველ წელიწადს თითქმის ორი თვით ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და მომღერალიც შვებულებას ხშირად ატარებს სამშობლოში. როგორც ცნობილია, აქამდე ქეთა საზაფხულო აგარაკს ქირაობდა, ახლა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა საკუთარი ბუდე მოეწყო.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, სახლი ულამაზეს ადგილას დგას და არაჩვეულებრივი ხედი აქვს. ის ორსართულიანია, ბევრი ვიტრაჟით და ღია სივრცით. სახლში ავეჯიც და ინტერიერიც პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. ქეთა თოფურიამ მისი აშენება და დიზაინი ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებს მიანდო. ეზო გამწვანებულია, აგარაკს აქვს აუზიც.
განაგრძეთ კითხვა