ახალ 2021 წელს ქართველი სელებრითები ბრჭყვიალა და ფერადი სამოსით შეხვდნენ. ზოგი სახლში ოჯახთან, ზოგი კი მარტო, თუმცა გამოწყობილი. ნახეთ, რა ეცვათ და როგორ შეხვდნენ 2021 წელს ქართველი ცნობადი ქალები:
სალომე ღვინიაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა და ახალ, 2021 წელს ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი დახვდა.
ფოტოები სალომემ შერატონში გადაიღო და სულ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალ 2021 წელს ოჯახთან ერთად შეხვდა, კახიმ და ანუკიმ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ანუკის ახალი წლის საღამოს საკუთარი ბრენდის კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. კაბაზე გულის ფორმის ორნამენტები ანუკის ძალიან მოუხდა.
ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძეც ანუკის მსგავსად ახალ წელს სახლში, ოჯახთან ერთად შეხვდა. ნანუკას შავსა და ლურჯ ფერში გაწყობილი კაბა ეცვა და ბერუკას სამოსთან ჰქონდა შეხამებული.
ფოტომოდელი თამო ვაშასლომიძე ახალ 2021 წელს ახალ სახლში ბევრ სიახლესთან ერთად შეხვდა. თამოს ცხოვრებაში პარტნიორი აკა სამხარაძე გამოჩნდა, მათ პატარა ბიჭიც შეეძინათ. თამო, აკა, მათი პატარა ბიჭი და სოფია ახალ წელს ერთად იყვნენ.
თამო და აკა თეთრებში გამოწყობილი დახვდნენ მეტალის ხარის წელიწადს.
ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, ახალ წელს სახლში, სახლურ ფორმაში ოჯახთან ერთად შეხვდა და სოციალურ ქსელში სურათიც გამოქვეყნა.
სახლურ ფორმაში შეხვდა ახალ წელს ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანიც და საზოგადოებას ახალი წელი სოციალური ქსელით მიულოცა.