საახალწლო განწყობამ ანუკი არეშიძის „ინსტაგრამზეც“ იმოქმედა და მან მშვენიერი ლუქები შემოგვთავაზა.
კლასიკური კაბები ყველა დახვეწილი ქალბატონის გარდერობშია, თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნების საკითხია. ზოგს მოსწონს დიზაინერის ბრჭყვიალა, ლამაზი კაბები, ზოგს კი უფრო სადა ვარიანტები ურჩევნია.
ჩანს, რომ ანუკის რეტრო-სტილის კაბებიც ძალიან უყვარს. ახალი წლის ღამესაც მის კლასიკურ კაბას შავი, პატარა სამკუთხედები ამშვენებდა, რაც ლუქს გამორჩეულ იერს სძენს.
„ჯანმრთელობას, სიკეთით სავსე გულებს და
დიდი გამოხმაურება მოჰყვა კაბას, რომელიც ყვავილებითაა გაწყობილი და სინაზეს ასხივებს.
ზამთარს ძალიან უხდება ფუმფულა, ფაფუკი, თეთრი მოსაცმელებიც, რომელიც შეგვიძლია ლამაზ ქვედაბოლოს შევუხამოთ. ამ შემთხვევაში დიზაინერმა განსხვავებულ ლუქს, პატარა ჩანთა შეუსაბამა.
თქვენ რას იტყვით, რომელი კაბა უფრო მოგწონთ დიზაინერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან?