ია ფარულავა სწორედ ის ქართველი ცნობადი სახეა, რომლის მიმართაც ადამიანები დიდ ინტერესს იჩენენ.
გულშემატკივრებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები ყოველთვის აინტერესებდათ, ისევე, როგორც ახლა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა "ინსტაგრამზე" უცნაური სთორი გამოაქვეყნა, სადაც სწორედ მისი ყოფილი რჩეული, ტარიელ სუარი ჩანს. ტარიელი იას ფეხსაცმლის გახდაში ეხმარება. ამის შემდეგ მსახიობმა მოგვმართა: "აი, რა საჭიროა სახლში კაცის ყოფნა".
თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა, რომელთან ერთადაც მსახიობმა ცხოვრება გადაწყვიტა.
მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება.
საინტერესოა, ძველი ვიდეო გამოაქვეყნა მსახიობმა თუ ეს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეს ასახავს.
ფაქტია, რომ მან "ინსტაგრამზე" ორი სხვადასხვა ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება და ბევრი კითხვა მოჰყვა. გამომწერები იმედოვნებენ, რომ იას პირად ცხოვრებაში სიახლეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ია ფარულავას ყველა მამაკაცი - მსახიობის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები
რა ჯდება ია ფარულავას, რამდენიმე გამორჩეული "ლუქი"
როგორ გამოიყურება ია ფარულავა მაკიაჟის გარეშე (ფოტო/ვიდეო)
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>