იამ ტარიელის დედას საჩუქარი აჩუქა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დაწერა "ინსტაგრამსთორიში".
იას თქმით, ტარიელი სამაგალითო შვილია. "5 წლის წინ, მზიას დაემართა ინსულტი და თავის ტვინის გლიომა. 3 ოპერაცია დასჭირდა, ტრეპენცია გაუკეთეს და ის, რომ დღეს მზია ცოცხალია, არის ტარიელის დამსახურება", - წერს ია.
მისივე თქმით, ტარიელი იმდენად უფრთხილდება დედას, რომ ტკბილეულს ხშირად არ აჭმევს.
"მშვიდი გულითა და სულით წავალ სიბერისკენ, რადგან მეცოდინება, რომ გვერდით ტარიელისნაირი ვაჟკაცი ბიჭი მიდგას", - ამბობს ია ვიდეოს დასასრულს.