ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გამომწერებმა ახალი კაბის გამო გააკრიტიკეს. მოდელმა სულ ცოტა ხნის წინ, კაბაზე თავისი მეორენახევრის და პარტნიორის აკა სამხარაძის სურათები დაიხატა და კაბაში გადაღებული ვიდეო და რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა. თამომ ახალ სურათს წარწერა დაურთო, "ყოველთვის ჩემთან", გამომწერებს მოდელის ახალი კაბა არ მოეწონათ.
"ეჰჰ მეთქი რა ფოტოა თქო და თურმე... თამო იმედია ტრუსზეც არ გახატია ეგ ბიჭი"
"არ გიხდება ეგ კაბა არააა"
თამოს მეორე ნახევარი, აკა სამხარაძეა, რომელიც თამომ საზოგადოებას რამდენიმე თვის
წინ გააცნო. აკას და თამოს უკვე საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავთ. როგორც ჩანს, ფოტომოდელმა თავისი მეორენა ხევრისთვის სიყვარულის დამტკიცება გადაწყვიტა და სიყვარული მეტად უცნაური ხერხით გამოხატა, თამომ კაბაზე აკას სურათები დაიხატა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.