გასულ კვირას დიზაინერი და თბილისის პირველი ლედი ანუკი არეშიძე თავისი მეგობრის, ელენე პავლენიშვილის ქორწილში მეჯვარის სტატუსით იყო მიწვეული.
წყვილმა ჯვარი ჯვრის მონასტერში დაიწერა.
პატარძალს ახალგაზრდა დიზაინერისა და თავისი მეჯვარის კაბა ეცვა.
ლიმონისფერი რეტრო კაბა მოცულობითი მხრებით ანუკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 920 ამერიკული დოლარი ღირს.
პატარძლის რეტრო სტილის კაბას თეთრი გვირილების თაიგული, გრძელი ფატა და იმავე ფერში გაწყობილი ფეხსაცმელი ამშვენებდა.
ელენე, იგივე ელესი პავლენიშვილი, მოდის მიმდევარი გოგოა და აქტიურად ჩნდება მოდურ წვეულებებზე. მისი მეუღლე კი წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გიორგი თავბერიძეა. ქორწილში სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო "მის საქართველო 2015" - ნუკა ყარალაშვილი.