ქართველი მომღერალი ნინი ქარსელაძე მედიაში სულ ცოტა ხნის წინ მილიონერ მეუღლესთან, თაზო ჯახუტაშვილთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. ნინის ფანები და გამომწერები მისი გამოჩენისთანავე მომღერლის გემოვნებიან ლუქზე ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს, ნინის ბრენდული სამოსი უყვარს და ხშირად "შანელის" და "დიორის" სამოსშია წარმოდგენილი.
ნახეთ, რა ღირს ნინი ქარსელაძის რამდენიმე ლუქი:
ნინის ზაფხულში გადაღებულ სურათში რამდენიმე ბრენდის სამოსი აქვს შეხამებული: მომღერალს "პრადას" კაბა აცვია, ფეხზე - "სელინის" საზაფხულო ფეხსაცმელი და შავ სამოსთან ასევე Jacquemus-ის შავი კლასიკური ჩანთა აქვს არჩეული.
"სელინის" ხავერდის საზაფხულო ფეხსაცმელი 995 დოლარი ღირდა, თუმცა ფასდაკლებით 182 დოლარად არის შეფასებული. საწყისი ფასი ლარებში 3 288,48-ის ტოლია.
რაც შეეხება მომღერლის ჩანთას, ნინის საზაფხულო ლუქთან JACQUEMUS-ის ეს მოდელი, თუმცა შავი ფერი აქვს არჩეული, რომლის ფასი 500 ევროა, რაც ლარებში 2005-ზე მეტია.
ნინის ამ სურათში ქართული წარმოების, ანამარია ფერსმანის ბეჭედი "იზი ლავ" ამშვენებს, მომღერალს კი ხელში "ბალენსიაგას" ჩანთა უჭირავს.
Balenciaga-ს ჩანთის ღირებულება 1990 დოლარია, რაც ლარებში 6500-ს სცდება.
გამორიცხულია, ამ ლუქის დანახვისას "დიორის" უნიკალური ჩანთა ვერ ამოიცნო. ნინის საზაფხულო ლუქთან ეს შავი, ტრენდული ჩანთა აქვს შეხამებული.
"დიორის" ულამაზესი ჩანთა 4,118 დოლარი ღირს, ეს თანხა კი ლარებში 13 000-ზე მეტია.
ბოლო ლუქში ნინის ფეხზე "გუჩის" ყველაზე მოდური და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფეხსაცმელი აცვია.
"გუჩის" ფეხსაცმელების ფასი 1050 დოლარია, რაც ლარებში 3400-ს უდრის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ, ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი შეყვარებული (ფოტოები)
ნინი ქარსელაძე მალულად დაქორწინდა - "რამდენი ხანიც შევძელით დავმალეთ, დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ჰქვია"
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>