გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი "ინსტაგრამის" გამომწერების ყველა კითხვას პასუხობს.
კითხვებს და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:
- შენი და გიოს ზოდიაქოს ნიშნები - რაზეც პასუხობს: მე - თევზები, გიორგი - მორიელი.
- რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? - ერთი წელი და 1 თვე
- ბოლო დროს ერთადერთი წყვილი ხართ, ვინც ვერ გავაკრიტიკე. - მადლობა ძალიან დიდი, თუმცა "ვერ" რატომ? აუცილებელია ადამიანების გაკრიტიკება თუნდაც რაიმე მიზეზის გამო?
- ძალიან მაინტერესებს, შენ და გიორგი ეჭვიანები ხართ? - ბუნებით კი, მაგრამ ერთმანეთის მიმართ - არა.
- გიორგიმდე რამდენი შეყვარებული გყავდა? - არავინ მყოლია და ისეთი ადამიანი შემხვდა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქამდე არასდროს არავინ მყვარებია!
- ამდენ ხანს რატომ მალავდით ურთიერთობას? - ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტი დრო შევარჩიეთ. ახალი წელი სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდება, რაღაც ახლის დაწყებასთან და ალბათ ამიტომაც დავიმსახურეთ ამდენი ადამიანის სიყვარული.
- ყველაზე მეტად რას აფასებ გიორგიში? - ყველაზე თბილი და ტკბილია.
- და ან ძმა გყავს? - ძმა.
- რა ასაკის არიან შენი მშობლები? - დედაჩემი 38 წლის არის და მამაჩემი - 40. ძალიან, ძალიან ახალგაზრდები არიან.
- როდის გაქვს დაბადების დღე? - 16 მარტს.
- რამდენი წლის ხარ? -19-ის ვხდები მალე.
- კაბა რა დაგიჯდა? ულამაზესია - დათუნა სულიკაშვილმა შეგვიკერა საჩუქრად. საოცრება კაბაა, სიტყვები ზედმეტია!
- საქორწინო თაიგული ვინ დაიჭირა? - კრისტი ყიფშიძემ.
- შენ და ჯანეტს როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ძალიან კარგი.
- გიორგი გილიგაშვილზე რას იტყვი? - ძალიან საყვარელი, კეთილი და ნიჭიერი ადამიანია.
- ანრი ჯოხაძეზე რას გვეტყვი? - სიგიჟემდე მიყვარს. ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდა უსმინო, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება გაიზიარო. სასწაულად ნიჭიერი და მშრომელი ადამიანია და ეს ჩემ გარეშეც იცით, რა თქმა უნდა!
- ძალიან მალე მოიპოვე ხალხის სიყვარული და არც გამკვირვებია - ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს და სულ მეშინია ვინმეს არ ვაწყენინო. მიყვარხართ მეც ყველა და უღრმეს მადლობას გიხდით, რომ ასე თბილად მიმიღეთ. დარწმუნებულები იყავით, რომ მეც ასმაგად დაგიბრუნებთ.
ასევე დაგაინტერესებთ: