დიზაინერმა მაკა კვიციანმა მეგობრებს: მოდელსა და ტელეწამყვან სალომე ღვინიაშვილსა და დიზაინერ ანუკი არეშიძეს სახალისო ვიდეო „ინსტაგრამ სთორიში“ გამოუქვეყნა.
კვიციანი ცნობილი საბალეტო სპექტაკლების ცეკვებს განიხილავდა, ბოლოს კი მეგობრების ცეკვაზე ხუმრობით დაწერა, რომ ეს მისთვის ფავორიტია. ვიდეოში ანუკი და სალომე ბალეტს ცეკვავენ.
როგორც ცნობილია, გოგონები წლებია უკვე საუკეთესო მეგობრები არიან. მაკა კვიციანი ანუკი არეშიძის მეჯვარეა.
ისინი ხშირად იკრიბებიან ერთად და შემდეგ ფოტო თუ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი ხშირად ერთადაც ისვენებენ ოჯახებით.
სალომე კი ანუკის მსგავსად მოდის სფეროში ტრიალებს და მისი მეუღლეც ფეხბურთელია - ზურა ხიზანიშვილი. ხოლო მაკას მეუღლე ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია – BK Capital-ის პრეზიდენტი, 2017 წლიდან „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელიც.