მსახიობსა და ტელესახეს, შორენა ბეგაშვილს, "ინსტაგრამზე" უხამს ფოტოებს უგზავნიან, - ამის შესახებ შორენამ "ინსტაგრამ სთორიში" ფოტო განათავსა.
"მიხარია, რომ გეამაყებათ თქვენი სასქესო ორგანოები" - დაწერა შორენამ ფოტოზე.
მსახიობი ერთ-ერთი მათგანია ქართველ ვარსკვლავებს შორის, რომელიც ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. თუმცა შორენა იშვიათად კარგავს მოთმინების უნარს. როგორც ჩანს, შორენამ აღნიშნული შემთხვევის დროს თავი ვერ შეიკავა და უხამსი ფოტოს გამომგზავნი მამაკაცი უპასუხოდ ვერ დატოვა.
შორენას ფრაზით თუ ვიმსჯელებთ, მსახიობს მსგავსი ტიპის ფოტოებს ხშირად უგზავნიან, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
მამაკაცმა შორენასთან საუბრის გაბმაც სცადა. მისი თქმით, მსახიობი მისთვის საოცნებო ქალია.
შორენა პირად სივრცეს საჯაროდ არ განიხილავს, თუმცა ცნობილია, რომ მისი რჩეული დავით ბაგრატიონის, ირაკლი ნანაძის შემდეგ ლაშა ბარათელია. როგორც თავად მსახიობი ამბობს, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
შორენა ბეგაშვილის სილამაზის ევოლუცია, ძველი და ახალი სტილის სხვაობა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>