თი, იგივე თინათინ მაჭავარიანი, ცნობადი ბლოგერია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ "ტიკ-ტოკის" საშუალებით გაიცნო. ხალხმა თის და ლაშა ჩხაიძის წყვილი ძალიან შეიყვარა და მათ ცალ-ცალკე გამოჩენას ვერავინ წარმოიდგენდა, როცა თიმ "ინსტაგრამზე" ვიდეო ჩაწერა, სადაც ემოციურად ხსნიდა, რომ შეყვარებული დაშორდა. თის თქმით, ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევა არ შეიძლება და სწორედ ეს ფრაზა გახდა საფუძველი, მის გამომწერებს ეფიქრათ, რომ ლაშა იყო ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თი და ლაშა მაინც განაგრძობდნენ ერთად მუშაობას. როგორც ცნობილია, ლაშა ერთ-ერთი პოპულარული ტატუ-არტისტია თბილისში, ხოლო თი კი პირსინგებს აკეთებს.
რამდენიმე დღის წინ ბლოგერი ერთ-ერთ შოუში მიიწვიეს, სადაც მას პირადული შეკითხვა დაუსვეს და ამ დროს ლაივში მისი ყოფილი შეყვარებულიც ჩაერთო. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ დაშორდა წყვილი ერთმანეთს, ორივეს განსხვავებული პასუხი ჰქონდა. ლაშას თქმით, ურთიერთობა ორივემ გაწყვიტა, ხოლო თი ამბობს, რომ ლაშა დაშორდა. ატკინა თუ არა გული ლაშამ, ამ შეკითხვაზე თის პასუხია - "ძალიან".
ლაშას პასუხმა, როგორც ჩანს, ბლოგერზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი გაბრაზებაც გამოიწვია. ამის შემდეგ თიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყოფილ შეყვარებულთან ერთად სტუდიაში აღარ იმუშავებდა და ამის შესახებ "ინსტაგრამის სთორის" მეშვეობით ამცნო გამომწერებს.
თი ამბობს, რომ სტუდიაში აღარ დაბრუნდება, ეს გადაწყვეტილება სამუდამოა და ამის შესახებ კითხვების მიღება აღარ სურს.
მან "ინსტაგრამ სთორიზე" სქრინებიც გამოაქვეყნა, თუ რას ეძებს ლაშა "იუთუბზე" მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დაშორდნენ.
"როგორ გავტეხოთ შეყვარებულის ექაუნთი" - წერია "იუთუბის" საძიებო სისტემაში.
"ჩემი ანგარიში მაინც გამოერთო "იუთუბზე", მე არ ამომიგდებდა ამას. როგორი პათეტიკურია, მაინც შეყვარებულს რომ მეძახის", - წერს თი და ასევე აღნიშნავს, რომ იგი ყოფილზე ერთი ნაბიჯით წინ არის ყოველთვის. "დაუსქრინეთ და აჩვენეთ", - აღნიშნავს ბლოგერი.
ბოლოს კი წერს, რომ ასეთი იასამნისფერი არასდროს ყოფილა. როგორც ჩანს, თი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ლაშ, ვიცი რომ ამ ვიდეოს უყურებ... ძალიან მწყდება გული რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა" - რატომ დაშორდა თი მაჭავარიანი შეყვარებულს?